მარნეულში „ღვინის დღეები" გაიმართა

მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან" ძეგლის მიმდებარე სკვერში, საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციის ორგანიზებით, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები" გაიმართა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ საფესტივალო პროგრამის ფარგლებში, ადგილზე წარმოდგენილი იყო თემატური საგამოფენო სივრცეები; ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული კერძების დაგემოვნება, პურის ცხობის, ჩურჩხელების ამოვლების, ღვინის დაწურვისა და ფელამუშის მომზადების მასტერკლასები, საბავშვო აქტივობები: ღვინის ბოთლის ეტიკეტისა და თიხის ქვევრების მოხატვა, ხეზე ამოწვის გაკვეთილი, სამახსოვრო ხელნაკეთი ნივთების შექმნა.

სხვადასხვა ნაწარმი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმოამდგენლებმა სტუმრებთან ერთად ადგილზე დააგემოვნეს.

საღამო გალა კონცერტით დაასრულდა, რომელშიც მონაწილეობა Gigi Pianoman, ანსამბლმა „ფორტემ", ოთო ნემსაძემ და ბენდმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები", საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება