გრიშაშვილის სკვერში ხარფუხობის დღესასწული გაიმართა

გრიშაშვილის სკვერში ტრადიციად ქცეული ხაფუხობის დღესასწაული, ე.წ. გრიშაშვილობა გაიმართა. თბილისის მერიის ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით, სკვერის მიმდებარედ, განსხვავებული კონცეფციის - იოსებ გრიშაშვილის სახელობის ღია ტიპის მუზეუმი გაიხსნა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სივრცე პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძემ დამსწრეთ ხარფუხობის დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა თბილისური ყოფისა და ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობას.

კრწანისის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის თქმით, სასიხარულოა, რომ ეს დღესასწაული მოსახლეობისთვის საყვარელ თარიღად იქცა. მისივე განმარტებით, წელს სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო მაღალია, რადგან იქაურობას ლამაზი სივრცე - გრიშაშვილის სახელობის ღია ტიპის მუზეუმი შეემატა.

„მეხუთე წელია მიმდინარეობს ე.წ გრიშაშვილობა, იგივე ხარფუხის დღესასწაული, სადაც ერთი საათით ცოცხლდება გრიშაშვილისეული ძველი თბილისი. ამას გარდა, აქ მოეწყო იოსებ გრიშაშვილის ღია მუზეუმი. მადლობა ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, სკვერში თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა.

„გაცოცხლდა ძველი ხარფუხი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რეკვიზიტი და ძველქართული კოსტიუმი, რომლის მორგება და ფოტოების გადაღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

გრიშაშვილის სკვერში გამართულ ღონისძიებას, ასევე, მერის მოადგილე კახა გულედანი და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება