ბენიამინ ნეთანიაჰუ ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.

მან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლადიმირ ზელენსკისთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრ რიში სუნაკთან.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ლიდერებმა, რომლებსაც ის ისაუბრა, გამოხატეს სრული მხარდაჭერა ისრაელისადმი, დაიცვას საკუთარი თავი "რამდენადაც საჭიროა".

იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისმა სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას მელონიმ „გაიმეორა იტალიის მთავრობის სრული სოლიდარობა" და განაცხადა, რომ იტალია „იმუშავებს საერთაშორისო პარტნიორებთან მხარდაჭერის კოორდინირებისთვის“.

ასევე სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში ზელენსკიმ "პოსტი" გამოაქვეყნა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა სოლიდარობას უცხადებს ისრაელს, რომელიც იტანჯება ფართომასშტაბიანი თავდასხმისგან და მიუსამძიმრა მსხვერპლთა ოჯახებს.

"ახლა მნიშვნელოვანია ისრაელის პოლიციასა და უკრაინელ დიპლომატებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა ისრაელში უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი დაცვის საკითხზე", - წერს ზელენსკი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება