რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტის შეჩერებაში დასახმარებლად მზად არის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტის შეჩერებასა და დაძაბულობის შემცირებაში დახმარებისთვის მზად არის.

„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება სიმშვიდის აღსადგენად“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში ეკლესიის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას და დასძინა:

„ჩვენ ვიწვევთ ყველა მონაწილეს, ვისაც აქვს თავისი პოზიცია რეგიონში, გულწრფელი წვლილი შეიტანონ მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ყოველთვის "სოლიდარულია ჩვენი პალესტინელი ძმების მიმართ, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციას რეგიონში, გამოიწვევს სისხლისღვრას და გააღრმავებს პრობლემებს".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება