აშშ-ს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები, მათ შორის ავიამზიდი გადაჰყავს

ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს, რომელთა შორის არის ავიამზიდი.

როგორც BBC-ი პენტაგონის განცხადებაზე დაყრნობით, წერს აშშ-ს არმია განათავსებს საზღვაო ხომალდებს და საბრძოლო თვითმფრინავებს, რათა ისრაელში მიმდინარე ბრძოლების ფონზე "გაამყაროს რეგიონული შეკავების მცდელობები“ . განლაგება ასევე მოიცავს რამდენიმე მართვადი რაკეტის კრეისერს და გამანადგურებელს.

გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ესკადრილია მატულობს.

”აშშ ინარჩუნებს ძალებს გლობალურად, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს შემაკავებელი პოზიზია საჭიროების შემთხვევაში”, - დასძენს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი.

როგორც მედია წერს, ასევე ისრაელში იგზავმება დამატებითი რესურსები, მათ შორის საბრძოლო მასალები, უსაფრთხოების პირველი დახმარება სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ჩავა.

ოსტინი ამბობს, რომ ეს ქმედება "ხაზს უსვამს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის ხალხის მიმართ".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება