ლაშა ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის ისრაელში 2 ქართველი ებრაელის გარდაცვალება დადასტურდა

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის ისრაელში 2 ქართველი ებრაელია გარდაცვლილი, საქართველოს სხვა მოქალაქეების შესახებ კი ინფორმაცია უცნობია.

ამის შესახებ ის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„ჯერ კიდევ არ არის ისრაელის ჯარის მიერ აღებული კონტროლი ყველა იმ დასახლებაზე, სადაც ტერორისტები არიან შესული, ამიტომ ინფორმაციის მოპოვება კვლავ ჭირს. გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობიდან ყველას იდენტიფიკაცია ჯერ არ არის განხორციელებული. ასე რომ, არ არის ცნობილი კონკრეტულად ვინ არის გატაცებული და ვინ არის გარდაცვლილი. საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ამ წუთამდე, ინფორმაცია არ შემოსულა. დაშავებულის ან დაკარგულის შესახებ არ არის ინფორმაცია. იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი, საქართველოს რომელიმე მოქალაქე დაშავებული ან გატაცებული არ იქნება. 2 დღის მანძილზე ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა.

დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი. ჩვენი ნაწილია ესეც - ბუზუდაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, ავი აბრაამ ქუბელაშვილი, რომელიც აქ შეტაკებების დროს გარდაიცვალა. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ძმების და დების ამ საშინელ ტრაგედიას და ტკივილს და მათთან ერთად ვართ ამ გასაჭირისა და ომის დროს“, - აცხადებს ლაშა ჟვანია.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა „ჰამასის“ მოულოდნელ თავდასხმას ღაზაში საჰაერო დარტყმებით უპასუხა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება