რუსთავში „რუსთავქალაქობისადმი“ მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა

„რუსთავქალაქობა 2023“ რუსთავში, თავისუფლების მოედანზე ქართული მუსიკის საღამოთი აღინიშნა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის დღესასწაულის მთავარი თემა, წელს უძველესი და მე-20 საუკუნის განახლებული რუსთავის ისტორია იყო.

მათივე ცნობით, საზეიმო საღამოს ყველა თაობის, მათ შორის სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომელთაც განახლებული ქალაქის მშენებლობასა და განვითარებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვით.

„ჩვენს რუსთავს და თითოეულ რუსთაველს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენი ქალაქის დღე. ძალიან სასიამოვნო საღამო გვქონდა, სწორედ ის სინათლე, რომელიც აქ შეკრებილი ადამიანებისგან და საოცარი მუსიკიდან მოდიოდა, ქმნის ჩვენი ქალაქის მომავალს. მინდა ვუსურვო რუსთაველებს ყველაზე მთავარი - ჯანმრთელობა და ჩვენს ქალაქს კიდევ და კიდევ განვითარება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ინფორმაციით, „რუსთავქალაქობის“ საზეიმო კონცერტში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და ნიკა ნიკვაშვილი, ანსამბლი „ქართული ხმები“, ლაშა ნოზაძე, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, ზვიად ბოლქვაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი იღებდნენ მონაწილეობას.

„რუსთავქალაქობის“ ღონისძიებას მუსიკოსი და რეჟისორი ლაშა ნოზაძე უძღვებოდა. ქალაქის დღესასწაულს, რუსთაველები ყოველი წლის შემოდგომაზე, ტრადიციულად უკვე 25 წელია, რაც აღნიშნავენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება