მეტეხის გვირაბში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მეტეხის გვირაბში, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, შეზღუდვა 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

„მეტეხის გვირაბში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. კერძოდ, გვირაბში არსებული დაზიანებული ფრაგმენტების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოები გვირაბის ორივე მხარეს მონაცვლეობით ჩატარდება.

პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან მეტეხის გვირაბის მიმართულებით.

მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო იალბუზის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის მიმართულებით მოძრაობას მარცხნივ მოხვევით შეძლებენ.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო