„საქართველოს ბანკი“ არქიტექტურის სტუდენტებისთვის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამას იწყებს

„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ლიდერული თვისებებით გამორჩეულ, შრომისმოყვარე და მოტივირებულ ახალგაზრდებს ფინანსური ინსტიტუტი ერთი წლის განმავლობაში პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლას დაუფინანსებს. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ინიციატივით გამორჩეული ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, 100%-იანი, ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება მიიღონ.

„სიმბოლურია, რომ „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისი გიორგი ჩახავას მიერ შექმნილ, მსოფლიოში ცნობილ შენობაშია განთავსებული. „საქართველოს ბანკის“ გუნდისთვის განათლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, ჩვენ ხელს ვუწყობთ კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების, გამორჩეული ქართველი ხელოვანების შესახებ ცნობიერებისა და ინტერესის ამაღლებას, რაც ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებში გამოიხატება. ჩახავას სტიპენდიის შექმნა ჩვენი ღირებულებების გაერთიანების შედეგია - გვინდოდა ჩვენი რწმენა ახალგაზრდებსა და მათ პოტენციალში კულტურულ ნარატივში გადაგვეთარგმნა. ასე შევქმენით ჩახავას სტიპენდია, რომელიც გვინდა იქცეს ახალგაზრდებისთვის შეხსენებად, რომ მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი პოტენციალის სრულად ათვისებით, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა მსოფლიო არქიტექტურის რუკაზე კიდევ ერთხელ განათავსონ“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

„საქართველოს ბანკის“ ჩახავას სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, თავად შეარჩევს. დეტალური ინფორმაციის მიღებას ახალგაზრდები თავად უნივერსიტეტის ვებგვერდზე ან ადმინისტრაციის დახმარებით შეძლებენ. სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება