პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, გასული 9 თვის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 174 ფაქტი გამოავლინა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, გასული 9 თვის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 174 ფაქტი გამოავლინა.

როგორც გასული 9 თვის ანგარიშშია აღნიშნული, გამოვლენილ სამართალდარღვევათაგან, სამსახურმა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა და გაფრთხილება გამოიყენა 145 შემთხვევაში.

„სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 174 ფაქტი, მათგან 39 ფაქტი გამოვლენილ იქნა 2022 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდში დასრულებული შემოწმების საფუძველზე, ხოლო 135 ფაქტი — საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული ინსპექტირების საფუძველზე. 61% (106) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 25% (44) — საჯარო სექტორში, ხოლო 14% (24) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას. სამართალდარღვევათაგან, სამსახურმა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა და გაფრთხილება გამოიყენა 145 შემთხვევაში. სახდელის სახით დაკისრებული 83 ჯარიმიდან, 19 მიემართებოდა 2022 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ, ხოლო 64 — საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და დასრულებულ ინსპექტირებებს.

დაკისრებული 62 გაფრთხილებიდან, 15 მიემართებოდა 2022 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ, ხოლო 47 — საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს). სამსახურის მიერ ერთ-ერთი დამმუშავებელი გათავისუფლდა ადმინისტრაციული სახდელისაგან და მიეცა 1 ზეპირსიტყვიერი შენიშვნა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება