ნინო დოლიძე შუალედურ არჩევნებზე - რამდენიმე შემთხვევის გარდა, ახალმა ტექნოლოგიებმა კარგად იმუშავა - მთავარ პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ ჯერ ამომრჩეველი ინფორმირებული არ არის ამ სიახლეებთან დაკავშირებით

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით კონფერენციას მართავს.

ISFED-ის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ რამდენიმე გარკვეული შემთხვევების გარდა, ახალმა ტექნოლოგიებმა „კარგად იმუშავა, მთავარ პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, მოსახლეობა ინფორმირებული არ არის და ამის გამო ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა”.

„არაერთი შუალედური არჩევნები გაიმართა და ჩვენ, „სამართლიანი არჩევნები” იმ მიზნიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიებს დავკვირვებოდით, ამ არჩევნებზე ვიყავით წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები კონკურენტული არ იყო, ჩვენ მაინც ვაკვირდებოდით ელექტრონული ტექნოლოგიების პრაქტიკაში განხორციელებას. ძალიან რთულია ეს დაკვირვება 2024 წლის არჩევნებზე განვაზოგადოთ იმიტომ, რომ როგორც გითხარით კონკურენტული არ იყო და თითქმის ერთი პარტიის მხარდამჭერები მიდიოდნენ, არც ისეთი აქტივობა იყო, როგორსაც ჩვენ 2024-ში ველოდებით. თუმცა, ახლა მეტ-ნაკლებად ვფიქრობთ, რომ ტექნოლოგიებმა კარგად იმუშავა, გარდა რამდენიმე ცალკეული შემთხვევისა. მთავარ პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ ჯერ ამომრჩეველი ინფორმირებული არ არის ამ სიახლეებთან დაკავშირებით. მათი ინფორმირება მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი პრობლემა, რაც ჩვენ დავინახეთ, ის იყო, რომ ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა რიგ შემთხვევებში ზუსტად იმიტომ, რომ ამომრჩეველმა შესაძლოა არ იცოდა ეს პროცედურები დასკანერების დროს",- განაცხადა ნინო დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება