გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტ ჟიზე ანტონიო ვიდალს შეხვდა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ენოტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„საქართველო ღვინის ქვეყანაა, რომელსაც 8000 წლიანი ისტორია აქვს. ჩვენ ამ ისტორიას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, ვმუშაობთ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და ექსპორტის გაზრდაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ტურიზმი მკვეთრი ნაბიჯებით ვითარდება. ტურიზმი და ღვინის წარმოების წარმატებული ინდუსტრია ჩვენს ეკონომიკას აძლიერებს. ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, ენოტურიზმის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება განვითარების აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა“, - აღნიშნა კახა კაკაბაძემ.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ღვინის ხარისხს. ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში ღვინის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი შეეხო საექსპორტო პოტენციალის და ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხსაც.

„მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის ძირითადი მიზანია განვავითაროთ ენოტურიზმი იმ ქვეყნებში, სადაც თანამშრომლობას ვიწყებთ. მთავარია, გავზარდოთ ქვეყნის ცნობადობა. ჩვენ ვეხმარებით როგორც საჯარო და კერძო, ასევე აკადემიურ სექტორს. კონგრესები, შეხვედრები, ტურისტული გამოცდილების გაზიარება - ყველა ამ მიმართულებას მოიცავს ჩვენი ასოციაცია“, - აღნიშნა ჟიზე ანტონიო ვიდალმა.

უწყების ცნობითვე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ალკალის უნივერსიტეტის წარმომადგენელი მიგუელ გამბა, ესპანურ-ქართული ასოციაციის სავაჭრო პალატის დამფუძნებელი ქეთი გორგილაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი ვახტანგ წივწივაძე ესწრებოდნენ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა კახეთში ქართული ღვინის კომპანიები და მარნები დაათვალიერეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო