მიმდინარე წლის 9 თვეში, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ სასამართლომ 657 შუამდგომლობა განიხილა, რომელთა 87% სრულად, 4% ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 9%-ზე კი უარი ითქვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მიმდინარე წლის 9 თვეში, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება - ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 64 შემთხვევაში გამოიყენა. ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის 9 თვის ანგარიშშია ნათქვამი.

„აღნიშნული გამოწვეული იყო სასამართლოს განჩინების დაგვიანებით წარმოდგენით (62 შემთხვევა), სასამართლოს მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პროკურორის დადგენილების საფუძველზე დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობით (1 შემთხვევა) და ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტით (1 შემთხვევა)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე ანგარიშის თანახმად, 9 თვის საანგარიშო პერიოდში სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ სასამართლომ განიხილა 657 შუამდგომლობა, რომელთა 87% (568) სრულად დაკმაყოფილდა, 9% (61) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 4% (28) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

„სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლომ განიხილა 155 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 87% (135), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10% (16), არ დაკმაყოფილდა 3% (4).

ფარული ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღების შესახებ სასამართლომ განიხილა 780 შუამდგომლობა, რომელთაგან 93% (725) სრულად დაკმაყოფილდა, 6.7% (52) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 0.3% (3) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ფარული ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღების ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლომ განიხილა 81 შუამდგომლობა, რომელთა 84% (68) დაკმაყოფილდა, 14% (11) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2% (2) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ განიხილა 3 შუამდგომლობა ფარული საგამოძიებო მოქმედების -კავშირგაბმულობის არხებიდან, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის თაობაზე, რომელთაგან 1 დაკმაყოფილდა, ხოლო 2 არ დაკმაყოფილდა.

სამსახურს წარედგინა გადაუდებელი აუცილებლობით ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ პროკურორის 69 დადგენილება, რომელთაგან 87% (60) შეეხებოდა ფარულ ვიდეოჩაწერას ან/და აუდიოჩაწერას, ფოტოგადაღებას, 13% (9) შეეხებოდა სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო