არჩილ მორჩილაძე - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ კლინიკების აკრედიტაციის პროცესში არჩევანი ამერიკის აკრედიტაციის კომისიაზე (AACI) ამ სფეროში მოქმედი ორგანიზაციების შედარებითი ანალიზის შედეგად შეაჩერა

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ კლინიკების აკრედიტაციის პროცესში არჩევანი ამერიკის აკრედიტაციის კომისიაზე (AACI) ამ სფეროში მოქმედი ორგანიზაციების შედარებითი ანალიზის შედეგად შეაჩერა. ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ამერიკის აკრედიტაციის კომისიის სტანდარტები აკრედიტებულია ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ და ამასთანავე აკრედიტაციის ღირებულება არის საკმაოდ ბიუჯეტური.

„ჩვენი მომსახურება სამ წლიანია და მოიცავს კლინიკაში ოთხ ვიზიტს. ესენია წინასწარი აუდიტი, ძირითადი შეფასება და ორი პერიოდული შეფასება. მაშინ როდესაც ზოგიერთი ორგანიზაცია კლინიკაში ვიზიტს მხოლოდ ერთხელ ახორციელებს და გასცემს სამ წლიან აკრედიტაციას. ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება, რომ კლინიკებმა არა მხოლოდ ჯამური ღირებულებით, არამედ გაწეული მომსახურების მოცულობის შემდეგ შეაფასონ მააკრედიტებელი ორგანიზაციები. აკრედიტაციის გავლა არ უნდა გადაიქცეს ფორმალურ პროცესად და აკრედიტებულ კლინიკებს აკრედიტაციის დასრულების შემდეგ დანერგილი უნდა ჰქონდეთ ისეთი სტანდარტები, რომელსაც ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს აკრედიტაცია გააჩნია.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვითხოვთ კლინიკებისგან ე.წ. SOPs-ებს, დღეს ბევრი სვამს ამ კითხვას. ჩვენთვის მთავარია გაწერილი იყოს და რაც მთავარია კლინიკებმა შეასრულონ ყველა ის ძირითადი პროცედურები, რასაც გავლენა აქვს პაციენტის უსაფრთხოებაზე.

აკრედიტაციის დროს საჭიროა სერიოზული სამუშაოს შესრულება, რასაც ჩვენ კლინიკებთან ერთად ჩავატარებთ და რამაც კლინიკაში ადამიანური შეცდომების შედეგად პაციენტის დაზიანების რისკები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს“,- განაცხადა არჩილ მორჩილაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება