ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ საარჩევნო სისტემის პროგრამებისა და აპარატურის დამოუკიდებელი IT აუდიტი ჩატარდეს, რაც დაგვარწმუნებს, რომ აპარატები ობიექტურია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ითხოვს, რომ საარჩევნო სისტემის პროგრამებისა და აპარატურის დამოუკიდებელი IT აუდიტი ჩატარდეს, რაც ჩვენ და საზოგადოებას მოგვცემს რწმუნებას, რომ აპარატები არის ობიექტური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ელექტორალური ხმის დათვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის, თუ ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობა იქნება, რაც დღეს ნაკლებად არის.

„მნიშვნელოვანია ამ პროცესში ნდობის მოპოვება და დამოუკიდებელ სუბიექტებს პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება დამოუკიდებელი აუდიტი აწარმოონ ამ ტექნიკურ აღჭურვილობაზე. კვლავ რჩება განმეორებითი ხმის მიცემის შესაძლებლობა, ასევე ამომრჩევლის ნების ფარულობის საკითხი კვლავ პრობლემატურია. ამ პრობლემებზე საჭიროა მუშაობა, რაშიც ჩართული იქნებიან ყველა ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაციები. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ კეთილ ნებაზე, საარჩევნო ადმინისტრაციისგან ველოდებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართებით, რადგან 2024 წლის არჩევნებთან მიმართებით არსებობდეს საზოგადოების და ყველა პარტიის, თუ სუბიექტის ნდობა, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება