BAG - კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა მზარდ ტენდენციად ჩამოყალიბდა

BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, ისევე როგორც მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი, ყველა სექტორში დადებითად შეფასდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოზიტიური შეფასებებისა და ოპტიმისტური განწყობების მიუხედავად, მიმდინარე კვარტალში გამოკითხული კომპანიები, ასევე საუბრობენ გამოწვევებზე, რომელიც ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას.

„2023 წლის მესამე კვარტალში, კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად ბოლო რამდენიმე კვარტალია მიიჩნევა. სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა, განსაკუთრებით მძაფრად მშენებლობის სექტორის მიერ დასახელდა, რადგან ქვეყანაში არსებული, მწვავე საკადრო დეფიციტის ფონზე, სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 9%-მა მესამე კვარტალში თანამშრომელთა შემცირება დააფიქსირა. ხოლო სამუშაო ძალის დეფიციტი, ვაჭრობის სექტორისთვის ყველაზე კრიტიკული მიმდინარე კვარტალში აღმოჩნდა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემას, აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე კვარტალში 19 პროცენტული პუნქტით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერებიდან, მარეგულირებელი გარემო, რომელიც წინა კვარტალში 88%-ს შეადგენდა, მიმდინარე კვარტალში 28 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა, ხოლო სასამართლო სისტემა და ადმინისტრაციული საკითხები 7% და 5%-ით გამწვავდა, შესაბამისად. შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2023 წლის მესამე კვარტალში, გამოკითხული ბიზნესის 45% საუბრობს, რაც 9%-ით ნაკლებია წინა კვარტლის მონაცემებზე. BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება