ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი აღვადგინეთ, თუმცა ტერიტორიაზე ტერორისტები, შესაძლოა, კვლავ იმყოფებოდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ისრაელის ჯარებმა ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი აღადგინეს.

მისი თქმით, შაარ ჰანეგევის რაიონულ საბჭოში სამი ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა, ბეერიში - ერთი ტერორისტი მოკლეს, ჰოლიტსა და სუფაში - ხუთი, ალუმიმში - ოთხი.

დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ამჟამად ბრძოლები არცერთ ქალაქში არ მიმდინარეობს, თუმცა ამ მხარეში ტერორისტები, შესაძლოა, ისევ იყვნენ.

ჰაგარის თქმით, ღაზას საზღვრის ბარიერის დაცვა ტანკებით მოხდება, რომლებსაც საბრძოლო ვერტმფრენები და დრონები დაუჭერენ მხარს.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი აცხადებს, რომ ჯარმა საზღვარზე მდებარე 24 ქალაქიდან 15-ში მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა, დანარჩენის ევაკუაციას უახლოეს დღეს გააგრძელებს.

ჰაგარის თქმით, შაბათ დილიდან ისრაელის მიმართულებით 4 400 რაკეტა გაუშვეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო