გიგა ბოკერია - მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება არჩევნებში ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გაღრმავდეს, არის ფარულობა

მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ ტექნოლოგიების გამოყენებით გაღრმავდეს, არის ფარულობა - საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს სამუშაო ექნებათ არა იმდენად ტექნოლოგიაზე, არამედ კლიმატზე, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მოსყიდვამ და დაშინებამ ვეღარ იმუშაოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან საარჩევნო კამპანიის დროს, დაშინებისა და მოსყიდვის მეთოდები „უდავოდ იქნება გამოყენებული“, თუმცა წინასწარ საუბარი იმაზე, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს „პრინციპულად არასწორად“ მიაჩნია. ბოკერიას შეფასებით, „ამაზე საუბარი არათუ არაფრის მომტანია, არამედ ეს არის ის, რაც ივანიშვილის რეჟიმს აწყობს“.

„მე ვფიქრობ, მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ ტექნოლოგიების გამოყენებით გაღრმავდეს, არის ფარულობა. ეს აღნიშნა ყველამ. ფარულობის საკითხი არის პოლიტიკური კლიმატის საკითხი, ხელისუფლებისადმი ნდობის და იმ მეთოდების თემა, როგორც ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ექცევა - მოსყიდვა, დაშინება. „ქართული ოცნების“ კამპანიის საკვანძო ნაწილი არის სწორედ ანგარიშის ჩაბარება, რომ იცოდნენ და აკონტროლებდნენ ხმებს. ეს იყო მანიპულაციის მთავარი მეთოდი. აქ საზოგადოებას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს სამუშაო ექნებათ არა იმდენად ტექნოლოგიაზე, არამედ კლიმატზე და იმ ატმოსფეროზე, რომელიც საზოგადოებაში იარსებებს, სადაც ამ მეთოდებმა, რომელიც აქამდე საკმარისი იყო ივანიშვილის რეჟიმისთვის, ვგულისხმობ, მოსყიდვა, დაშინება და ხმების კონტროლი, ვეღარ იმუშაოს,“ - განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება