ზურაბ ჯაფარიძე - ევროკავშირში მხარდამჭერი, მეგობარი ქვეყანა აღარ დაგვრჩა, რომელიც საქართველოს ლობირებას გაუწევს

ევროკავშირის მხრიდან წინაპირობებია დაყენებული. ეს ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის შესრულებაა, რომელიც არ შესრულებულა და არც აპირებენ. ახლა თამაშობენ, რომ ვითომ რაღაცას ასრულებენ. ვენეციის კომისიაში სამოქმედო გეგმები და რაღაცები გადააგზავნეს, ეს არის ბოდვა,- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება გადის იმაზე, თუ რამდენად მალე გახდება ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. „მეორე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან იყოს თანხვედრაში, სადაც მკვეთრი ვარდნა გვაქვს. ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი და ამას გვეუბნება ევროკავშირიც. ამის გარდა, ბევრი სხვა პრობლემაცაა. [მაგალითად ის,] რომ ევროკავშირში მხარდამჭერი, მეგობარი ქვეყანა აღარ დაგვრჩა, რომელიც საქართველოს ლობირებას გაუწევს. შემდეგ ის, რომ იქ ბევრი ქვეყანაა, რბილად, რომ ვთქვათ, ნაწყენი, იმაზე, რომ საქართველოს დამოკიდებულება უკრაინაში [მიმდინარე] ომთან დაკავშირებით, ცალსახა და გასაგები არ არის. ეს არის ის, რასაც ბრიუსელში ყოფნისას გვეუბნებიან. ჩემი აზრით, ყველა რუსულ სანქციასთან უნდა ვიყოთ შეერთებული. რუსეთში არც ერთი სანქცირებული პროდუქტი არ უნდა შედიოდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სტატუსს და ზოგადად, ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის რამე საფრთხე არ შეექმნას. ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ. საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება გადის იმაზე, რაც უფრო მალე გავხდებით ევროკავშირის და ნატო-ს წევრები. ყველაფერი ძალიან მარტივია“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება