გორში ქალაქის სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2023“ აღინიშნა

გორში ქალაქის სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2023“ აღინიშნა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „გორის დღე 2023" - ის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული სანახაობები იმართებოდა.

„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლონეთიდან და ლიეტუვადან გორში სტუმრად მყოფ დელეგაციის წევრებთან ერთად, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი პროდუქცია, ხელოვანების ნამუშევრები და სხვადასხვა ორგანიზაციის კუთხეები დაათვალიერეს.

თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა, კვების ობიექტებისა და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტურისტული კუთხე - „ჯიპ - ტური“. ამასთან, გაიმართა კონცერტი.

„გორის დღე 2023 “- ს გალა-კონცერტმა დაასრულა. კონცერტში, მონაწილეობა ადგილობრივმა ბენდმა SOFT WAVE, მუსიკალურმა ჯგუფებმა „მგზავრებმა“ და „ქიმერამ“ მიიღეს”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება