„თიბისის“ მოსწავლის ბარათის მფლობელები ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ

„თიბისის“ და ქუთაისის მერიის ინიციატივით, ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, შეთავაზებით სარგებლობისთვის, მოსწავლეებმა მგზავრობისას „თიბისის“ მოსწავლის Visa/Mastercard ფიზიკური ბარათი უნდა გამოიყენონ. „მგზავრობის რაოდენობა შეზღუდული არ არის. სატრანსპორტო შეღავათი გავრცელდება „თიბისის“ ქუთაისის ფილიალებში გაცემულ მოსწავლის ბარათებზე. ახალი მომხმარებლებისთვის, სატრანსპორტო შეღავათი ბარათის აღებიდან 2 სამუშაო დღეში გააქტიურდება.

ქუთაისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათი ასევე „თიბისის“ სტუდენტის ბარათის მფლობელებისთვისაც ვრცელდება. ქუთაისის უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების 33 ათასზე მეტ სტუდენტს ნახევარ ფასად შეუძლია მგზავრობა.

„თიბისისთვის“ახალი თაობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მათზე მორგებული პროდუქტების, სერვისებისა და შეთავაზებების შექმნა, ბანკისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება