ადვოკატის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ეს არის საქმე, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ბასილაიას თქმით, დღევანდელი პროცესი მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევით გაგრძელდება.

„ეს არის საქმე, რომელზეც მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, საქმე, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არის. შესაბამისად, თუ რა მტკიცებულებას წარმოადგენს ბრალდების მხარე, თუ ვის დაკითხავს, ამას საბოლოო ჯამში იურიდიული შინაარსი არ გააჩნია, თუ მოსამართლე იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. და რა არის ეს სახელი? ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ტელეკომპანია „იმედში“ შესვლასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება