გურამ გურამიშვილი - საქართველოში ევროპა - აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბის ჩამოყალიბება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს შორის „საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტს ხელი მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა მოაწერა, რომელიც იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ხელმოწერა გლობალური ინტერნეტ მმართველობის ფორუმის (IGF) ფარგლებში გაიმართა, რომელიც იაპონიის ქალაქ კიოტოში მიმდინარეობს.

„იაპონია მდგრადი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის და მობილური ქსელების განვითარების მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. ამდენად, მასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით, ხელს შეუწყობს საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვა - განვითარებას. საქართველოში ევროპა - აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბის ჩამოყალიბება, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქსელების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, მონაცემთა ცენტრებისა და შესაბამისი საშუალებების და ზოგადად, ICT ინდუსტრიის განვითარებას, აგრეთვე აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების მოზიდვას, გამოგონებებისა და კვლევების, ტექნიკური ინოვაციების განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა.

უწყების ცნობითვე, გლობალური ინტერნეტ მმართველობის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები. ფორუმი ორიენტირებულია ინტერნეტის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება