მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას - სრული მჭიდრო კავშირი უნდა გქონდეთ, არც კი გაბედოთ ხელების ჩამოშვება, მომენტი არ გავუშვათ - ამას ვერ შეაჩერებს ვერანაირი ოლიგარქია, სუს-ი თუ „მუსი“

სრული მჭიდრო კავშირი და კონტაქტები უნდა გქონდეთ, მე აქ ვარ თქვენთან ერთად, არც კი გაბედოთ ხელების ჩამოშვება და ამის გაფიქრებაც კი, - ასე მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას სასამართლო პროცესზე, დისტანციურად ჩართვის დროს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი სახით ასამართლებენ იმას, რომ საქართველოს პერსპექტივა არ ჰქონდეს.

„თქვენი იმედი მაქვს ძალიან დიდი. სოფო ჯაფარიძე, რომელიც ჩემი წარმომადგენელი და ლიდერია, ხსნის სააკაშვილის ოფისს. მე თქვენთან ერთად დავდგები. გაერთიანება არ არის მხოლოდ საკმარისი, ახლა საჭიროა განსაკუთრებული სიფხიზლე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი დროა.

ფარცხალაძის გამოა დატყვევებული მთელი ჩემი ქვეყანა. სიფხიზლე, ერთიანობა, წინასწარ ცოდნა, რას ვაკეთებთ გადამწყვეტ მომენტში და ეს მომენტი ახლოვდება, მანამდე მუდმივი მოძრაობა.

არ გვაქვს უფლება რამენაირად ვიყოთ მოშვებულები, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მეგობრებო მთავარია, არაფერზე ჩამოვუშვათ ხელი და მომენტი არ გავუშვათ, ამას ვერ შეაჩერებს ვერანაირი ოლიგარქია, სუს-ი თუ „მუსი“, ვერაფერი ვერ შეცვლის მთავარ მოცემულობას. საქართველო აქედან აუცილებლად გამარჯვებული გამოვა. მე თქვენთან ერთად ვდგავარ, თქვენთან ერთად ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება