ეკატერინე ფესტვენიძე - ხარისხიან ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრიორიტეტია

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურება“, - აღნიშნულის შესახებ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ფესტვენიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე.

„ბავშვთა ონკოლოგია, ჩვენს ქვეყანაში, დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. ხშირ შემთხვევაში, ბავშვებს, ოჯახებთან ერთად, საზღვარგარეთ გამგზავრება უწევდათ და ეს ფსიქოლოგიურ წნეხთან ერთად, ძალიან დიდი ფინანსური ტვირთი იყო.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,განისაზღვრა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება. პრობლემის გადაჭრა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში შეიქმნას ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფო.

სახელმწიფო იწყებს მუშაობას ცენტის მშენებლობაზე, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს. ამ პროცესებს გარკვეული დრო სჭირდება და აქედან გამომდინარე, გაჩნდა საჭიროება, რომ სანამ ქვეყანას ახალი ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფო ექნება, ბავშვებს საზღვარგარეთ ვუმკურნალოთ“,- განაცხადა ეკატერინე ფესტვენიძემ.

„საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა და აღნიშნა, ხარისხიან ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრიორიტეტია.

„სამი თვის შედეგებით, პროგრამით 11-მა ბავშვმა ისარგებლა, 8 მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს, 3 ბავშვი კი ქვეყანაში უკვე დაბრუნდა. ჩვენ, ამ ბავშვებთან, მათ მშობლებთან და კლინიკასთან ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მინისტრის შვილობილი პროექტია. მისი ჩართულობა პროცესში ყოველდღიური იყო. ზურაბ აზარაშვილმა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, ცოტა ხნის წინ, თავად მოინახულა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს ჰქონდეთ განცდა, რომ სახელმწიფო მათ გვერდითაა“, - განაცხადა ეკატერინე ფესტვენიძემ.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება