საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა საერთაშიორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების­ ფაკულტეტის პროფესორმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართულ მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“, ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მართვის სისტემების ინსტიტუტში გაიმართა და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფე-სორის, ბესარიონ შანშიაშვილის გარდა, მსოფლიოს 313 ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა.

სტუ-ის პროფესორის, ბესარიონ შანშიაშვილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივი მონაწილეა კონფერენციისა, რომელიც, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 2006 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციის - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“ მუდმივი მონაწილეა. უნივერსიტეტი კონფერენციაზე ახალი იდეებით და საინტერესო თემებით გამოდის, რაც დამსწრე საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს. კონფერენციაზე წაკითხული იყო 9 პლენარული მოხსენება, რომლებიც წარმოადგინეს ცნობილმა მეცნიერებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრალიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. ჩემი თემა - “ერთი კლასის არაწრფივი სისტემების პარამეტრული იდენტიფიკაცია უკუკავშირიანი ჰამერშტეინის მოდელის გამოყენებით“ ჩართული იყო სექციის - „მოდელირება და შებრუნებული ამოცანები“, პირველ სხდომის პირველ მოხსენებად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციის დახურვის ცერემონიალზე დასახელდა პლენარული და სექციებზე წაკითხული მოხსენებებიდან სამ-სამი საუკეთესო მოხსენება. „მოდელირება და შებრუნებული ამოცანების“ სექციის სხდომებზე გაკეთებული 14 მოხსენებიდან ორგანიზატორების მიერ შერჩეულ სამ საუკეთესო მოხსენებათა შორის ჩემი მოხსენება დასახელდა, რაც მიანიშნებს უნივერსიტეტის და ფაკულტეტის წარმატებაზეც“, - განაცხადა ბესარიონ შანშიაშვილმა.

სტუ-ს ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციაზე მუშაობდა ექვსი სექცია, მათ შორის: ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვის პრობლემები; მოდელირება და შებრუნებული ამოცანები; ინტელექტუალური სისტემები; მათემატიკური სტატისტიკა და მასობრივი მომსახურების თეორია; არამკაფიო და სტოქასტური მოდელირება; გამოყენებითი ამოცანები და ინფორმაციული ტექნოლოგიები. კონფერენციაზე წარდგენილი თემები უკვე დაიბეჭდა პრეპრინტებში, შემდეგ ეტაპზე ნაშრომებს მიენიჭება DOI, სამომავლოდ კი დაიბეჭდება შპიგელის გამოცემის მიერ და განთავსდება Web of Sciences-ს მონაცემთა ბაზაში. სტატიები კონფერენციის სარედაქციო კოლეგიის მიერ რეკომენდებულია გამოქვეყნებისთვის 4 მაღალ რეიტინგულ ჟურნალში, როგორიცაა „წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის ჟურნალი (TWMS)“, გამოყენებითი და გამოთვლითი მათემატიკა, ინფორმატიკისა და მართვის პრობლემები, მაღალი სიხშირის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჟურნალი (Blue Martin Press, აშშ).

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება