23 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა - Anuga 2023-ში მონაწილეობს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 7-11 ოქტომბერს სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა - Anuga 2023-ში 23 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მასშტაბურ გამოფენაზე საქართველო ორ პავილიონშია წარმოდგენილი. საკვები პროდუქტების პავილიონში გამოფენილია ქართული კომპანიების ნაწარმი: თხილი და თხილის პროდუქტები, ნუში, ნიგოზი,მოცვი, ჯემები, თაფლი, მშრალი ხილი და ჩურჩხელა და ე.წ. ready to eat პროდუქცია. სასმელების პავილიონში კი წარმოდგენილია: ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები, მინერალური წყალი,ლიმონათი და ჩაი.

„გამოფენა ტრადიციულად ქალაქ კიოლნში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმართება. Anuga-ს ყოველწლიურად საშუალოდ 165 000 ვიზიტორი ესწრება და 7 500-მდე გამომფენი მონაწილეობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში და მისი მიზანია ბიზნეს კავშირების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებთან, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

ქართული დელეგაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მასშტაბურ გამოფენაში უკვე მეხუთედ მონაწილეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება