დიმიტრი ხუნდაძე - ალბათ, ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, თუ რა ნებისყოფა და გონიერება სჭირდება დღეს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც რეგიონი ცეცხლშია გახვეული

რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი ნახევარზე მეტ მსოფლიოს უშუალოდ შეეხო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხუნდაძე იმედს გამოთქვამს, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ფართო მასშტაბებს არ შეიძენს.

„რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, გამანადგურებელი ომის დაწყება ახლო აღმოსავლეთში, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს კიდევ უფრო ართულებს. შესაძლოა, ისრაელი, როგორც მეორე ფრონტი, ომის რომელიმე სცენარში იყოს გაწერილი, რომელსაც შორს მიმავალი გეგმები ჰქონდეს. ეს ნათელი გახდება ყველასათვის ახლო მომავალში.

განსაკუთრებით მძიმეა ის ფაქტი, რომ ტერორიზმის ასეთ გაძლიერებას ვხედავთ. დღეს ისრაელს დაარტყეს, ხვალ შეიძლება სხვა ქვეყანა აღმოჩნდეს მათი სამიზნე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტერორიზმი, გარდა კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნებისა, ბრძოლის იარაღად რელიგიას იყენებს. არადა, ყველა რელიგია მხოლოდ ღირებულებებზეა დაფუძნებული.

მე-20 საუკუნის ბოლოდან გააქტიურებული ტერორიზმი, დღემდე მსოფლიოს პრობლემად რჩება. უმიზეზოდ და უმიზნოდ არაფერი იქმნება. ტერორიზმის მომზადებას უდიდესი კაპიტალი სჭირდება. ფაქტია, მსგავს ტერაქტებს, რაც ისრაელში განხორციელდა, დიდი დაფინანსება სჭირდება.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს თანამეგობრობამ ბრძოლა არა მხოლოდ ტერორისტების წინააღმდეგ, არამედ, მათი დამფინანსებელი ჯგუფების ან სახელმწიფოების წინააღმდეგაც დაიწყოს. ყველანი ვხვდებით, რომ ტერორიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. სანამ პოლიტიკა მსოფლიოს გარკვეულ წერტილებში ტერორიზმის ენით გვესაუბრება, მანამ ამ მსოფლიოს სიმშვიდე ვერ ექნება.

მათ შორის, სიმშვიდე ვერ იქნება საქართველოშიც. ალბათ ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, თუ რა ნებისყოფა და გონიერება სჭირდება დღეს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც რეგიონი ცეცხლშია გახვეული. ომის გაჩაღება ჩვენთან გარკვეული სახელმწიფოების და პოლიტიკური პარტიების ინტერესებში შედის როგორც შიდა ოპოზიციის ნაწილის, ასევე მათი მხარდამჭერი გარე ძალების მხრიდან.

რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი ნახევარზე მეტ მსოფლიოს უშუალოდ შეეხო. იმედს ვიტოვებ, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ფართო მასშტაბებს არ შეიძენს და ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი მსოფლიო ამ გამოწვევას გაუძლებს“, - წერს ხუნდაძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო