ნანა ტოხვაძე - ჩინოვნიკების „სახრავი ბიუჯეტი“ - ასე აღიქვამს „ქართული ოცნება“ ხალხის ფულს

ჩინოვნიკების „სახრავი ბიუჯეტი“ - ასე აღიქვამს „ქართული ოცნება“ ხალხის ფულს, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე 2024 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტს.

ნანა ტოხვაძე განათლების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ბიუჯეტში განათლების დაფინანსება იზრდება, თუმცა პრაქტიკაში არსებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება.

„2024 წლის ბიუჯეტის პროექტით განათლების დაფინანსება კვლავ 470 მლნ-ით იზრდება და ჯამურად 2 მლრდ. 288 ლარს შეადგენს. ეს კვლავ ვერ პასუხობს განათლებაში არსებულ გამოწვევებს და ჩასმული მილიონები არ აისახება არც დაპირებულ ბავშვთა უფასო კვების პროგრამაზე, არც სადამრიგებლო ხელფასის მატებაზე, არც სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დამცინავ ანაზღაურებაზე და ბაღის თანამშრომელთა ღირსეულთან მიახლოებულ ხელფასის გაცემაზე.

რას მოხმარდება სიდიდით მესამე ბიუჯეტი და ვის მდგომარეობას გააუმჯობესებს? - არავის, რადგან წყლის ორი წვეთივით ჰგავს წინა, ასევე იმის წინა წლის არამიზნობრივ ხარჯებს და კვლავ ჩინოვნიკების „სახრავი ბიუჯეტია“, რადგან ასე აღიქვამს „ქართული ოცნება“ ხალხის ფულს.

სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობას სკოლა უფასო გონია და არ ითვალისწინებს, რომ ჩვენი საერთო გადასახადებიდან შეკოწიწებული მილიონების ხარჯვა მიბარებული აქვთ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, რომელთა მადა უსასრულოა. შორს რომ არ წავიდეთ, ყოველ წელს განათლების პოლიტიკის შემუშავებაზე იხარჯება 60-მდე მილიონი, ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობაზე კიდევ 48 მილიონი, თუმცა დაგეგმილი და ხელშეწყობილი პრაქტიკაში არაფერი გვინახავს! უფასო სახელმძღვანელოების საკითხია, რომლითაც თავს იწონებენ.

მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა ბიუჯეტს 2023 წელს 33 მილიონი დაუჯდა, ხოლო 2024 წლის პროექტით 36 მილიონი დაიხარჯება. სად მიდის ეს მილიონები და ვის ჯიბეში ილექება, როცა საჯარო სკოლები არა მხოლოდ წინა წელს გამოყენებულ სახელმძღვანელოებს არიგებენ, არამედ ლამის გრიფირების მინიჭების შემდეგ და დაბეჭდვიდან მოყოლებული თაობიდან თაობას გადასცემენ დაფხრეწილ, დაგლეჯილ, ყდამოხეულ წიგნებს. სახელმძღვანელოები ხშირად ისეთ მდგომარეობაშია, თავმოყვარე მოსწავლეს გადაშლა არ მოუნდება“, - განაცხადა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება