KIU აცხადებს მიღებას ტრენინგკურსებზე: სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტრენინგკურსებზე: სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი მიღებას აცხადებს. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, განაცხადის შევსება ნებისმიერ პირს შეუძლია, რომელიც დაინტერესებულია კიბერუსაფრთხოების დარგში ახალი ცოდნისა და უნარების შეძენით და აღნიშნულ სფეროში გარკვეული გამოცდილება აქვს.

„პროგრამაUSAID-ის ხუთწლიანი პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება. ტრენინგკურსები შემუშავებულია დარგის ქართველი და გერმანელი ექსპერტებისა და კომპიუტერული მეცნიერების პროფესორების მიერ.

წარმატებულ მონაწილეებს KIU-ს სერტიფიკატი გადაეცემათ, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულები (მაქსიმუმ 20 პროცენტი) EC-Council-ის სერტიფიკატის მოსაპოვებლად საერთაშორისო ვაუჩერს მიიღებენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, სწორედ ამიტომ, ტრენინგკურსში ქალთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ორივე კურსი სრულად დაფინანსებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. მსურველებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ როგორც ერთ, ისე ორივე კურსზე. ადგილები შეზღუდულია.

სწავლება განხორციელდება ჰიბრიდული რეჟიმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ.

ტრენინგკურსები უზრუნველყოფს მინიმუმ 400 მონაწილის ჩართვას კიბერუსაფრთხოების სხვადასხვა დონის სამ მოკლევადიან კურსში - კიბერუსაფრთხოების საფუძვლები (დამწყები დონე), სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი (ძირითადი კურსი) და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი. მონაწილეთა საერთაშორისო სერტიფიცირების უზრუნველსაყოფად, KIU დააფინანსებს კურსდამთავრებულთა საერთაშორისო სერტიფიცირებას, EC-Council (International Council of Electronic Commerce Consultants)-თან თანამშრომლობით. EC-Council მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირების ორგანოა და გლობალურად, 145 ქვეყანაში საქმიანობს.

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 29 ოქტომბერი, რეგისტრაციისთვის იხ. სააპლიკაციო ფორმა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სრულად.“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება