ისრაელში საქართველოს ელჩი - არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი და ღამის გასათევი არ ჰქონოდათ - სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში

არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი და ღამის გასათევი არ ჰქონოდათ. პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა და მომდევნო დღეებში, რეისები კვლავ განხორციელდება.

„მოთხოვნა რეისებზე ჩვეულებრივ არის. ხვალ და ზეგაც იქნება რეისები. ბილეთები სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის. მაგალითად, 12, 13, 14 რიცხვის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. როგორ წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, რომ ბავშვები ამ მდგომარეობას გამოარიდონ. ზოგადად, ისრაელის ცენტრში მშვიდი ვითარებაა,“ - აღნიშნა ჟვანიამ.

მისივე თქმით, საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა.

„სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მხოლოდ 13:00 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. თუკი ვინმეს სჭირდება დახმარება თუნდაც თავშესაფრის, თუკი არ აქვს ღამის გასათენებელი, იგივე ავიარეისებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ვაძლევთ კონსულტაციებს და ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ,“ - აღნიშნა ჟვანიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება