„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციური მოდული წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ვანო ზარდიაშვილმა პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციური მოდული - „მონაცემთა ბაზა“ წარადგინა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და სხვა კომპანიების წარმომადგენლები.

„სსე-ის ინიციატივით შექმნილი და ამოქმედებული მოდული უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზის თანამედროვე სტანდარტებით მართვას, მომხმარებელს სთავაზობს დაცულ, მუდმივად განახლებად, ხელმისაწვდომ პლატფორმას, სადაც შესაძლებელია სსე-ში მიმდინარე ნებისმიერი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტის სტატუსის ნახვა, სასურველი პერიოდისა და პარამეტრის მითითებით.

პროგრამას არ გააჩნია ანალოგი. ის მოქნილი სისტემის მეშვეობით, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზის შექმნას, მართვა/მონიტორინგს და რეპორტინგს. ბაზის პარამეტრები მაქსიმალურადაა მორგებული, როგორც სრულად ორგანიზაციის, ასევე კომპანიის ცალკეული დეპარტამენტისა და სამსახურის საქმიანობაზე.

თანამედროვე პროგრამების დანერგვით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ცდილობს, მოქნილი გახადოს მონაცემთა ბაზის თანამედროვე სტანდარტებით მართვა და გაზარდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს