თელავის მუნიციპალიტეტის მერი ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტსა და საქართველოს ღვინის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელს შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტს ავტონიო ვიდალს და საქართველოს ღვინის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელს ქეთი გორგილაძეს შეხვდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, განსაკუთრებით კი კახეთის პოტენციალს ღვინის ტურიზმის განვითრების მიმართულებით. მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

,,მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ღვინის ტურიზმი, რომელიც არამხოლოდ ღვინის დაწურვასა და დეგუსტაციას მოიცავს, ტურისტებს ვენახების დათვალირებაც დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. კახეთი კი სწორედაც რომ ყველაზე შესაფერისი ლოკაციაა ტურიზმის ამ მიმართულების განვითარებისათვის. ბატონ ვიდალთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. მისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება