ისრაელში აშშ-ის 9 მოქალაქე დაიღუპა

აშშ-ის მთავრობა ადასტურებს, რომ ისრაელში მისი 9 მოქალაქე დაიღუპა.

„ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ისრაელში მიმდინარე მოვლენებს.

„ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და კონტაქტში ვიმყოფებით ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, გამოცემა BBC-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ისრაელში ბრიტანეთის 10-ზე მეტი მოქალაქე დაღუპული ან დაკარგულია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება