დაზღვევის კავშირი - რას შეიძლება ელოდოს დაზღვევის ინდუსტრია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნაში?

„დაზღვევის კავშირი“ ინფორმაციას ავრცელებს იმის თაობაზე, რას შეიძლება ელოდოს დაზღვევის ინდუსტრია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნაში.

„ამ მნიშვნელოვან საკითხზე (რომელიც საბანკო და სადაზღვევო ინდუსტრიების ურთიერთქმედებას შეეხება) 2019 წელს 12 სადაზღვევო კომპანიის მიერ წამოწყებული აქტივობა, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ გაწერილი რეგულაციებით (2021 წლის აპრილიდან) გაგრძელდა, არ აღმოჩნდა საკმარისი საკითხის ბოლომდე მისაყვანად.

ამის დასტურია თავად ეროვნული ბანკის შედგენილი 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში გამოთქმული პოზიცია, კერძოდ: „აღნიშნული რისკის პრევენციის მიზნით, შესაძლებელია განხილულ იქნას ფინანსური ორგანიზაციებისთვის სადაზღვევო კომპანიების ფლობისა და მათ შორის სტრუქტურული კავშირის, ასევე, ფინანსური ორგანიზაციების ადმინისტრატორთა ანაზღაურების სქემაში დაზღვევიდან შემოსავლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა. აღნიშნული, საფინანსო და სადაზღვევო სექტორის მარეგულირებლების ჩართულობით შემდგომ განხილვებს საჭიროებს”. აქ ცალსახად საყურადღებოა, რომ ეროვნული ბანკი პირდაპირ მიუთითებს გარკვეული შეზღუდვების აუცილებლობაზე.

თავის მხრივ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საიტზე ვკითხულობთ: „2022 წელს, დავიწყეთ საფინანსო სექტორისთვის ძალიან აქტუალური თემის მონიტორინგი, რაც გულისხმობს საბანკო პროდუქტების რეალიზაციისას სადაზღვევო პროდუქტების მიწოდება/შეთავაზების ბაზრის შეფასებას. სადაზღვევო ბაზარი რეფორმების მოლოდინშია და, ვფიქრობ, ჩვენი უწყების მიერ მომზადებული შეფასება და რეკომენდაციები მის წარმატებულ განხორციელებას ხელს შეუწყობს”.

„დაზღვევის კავშირი“ სრულად იზიარებს ორივე ინსტიტუციის მოსაზრებას და იმედს გამოთქვამს, რომ სააგენტოს რეკომენდაციები რეალიზებადი და ეფექტური იქნება, შესაბამისად მოკლე დროში შესაძლებელი გახდება, რომ სადაზღვევო ინდუსტრიის ოპერირება ამ ნაწილშიც სრულად აკმაყოფილებდეს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის დადგენილ სტანდარტებს”, - ნათქვამია „დაზღვევის კავშირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება