“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ბათუმში Grand Mall-ი გაიხსნა

„საქართველოს ბანკმა” ერთი წლის წინ EBRD-თან Batumi Grand Mall-თან ერთად პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის შედეგადაც ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი უკვე გაიხსნა.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 22 მილიონი ევროა, სესხის მოცულობა 7 მილიონ ევროს შეადგენს, რაც სრულად სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დასრულებას მოხმარდა.

ინფორმაციის მიხედვით, პარტნიორობის ფარგლებში, ენერგოეფექტიანი დანადგარებისა და სამშენებლო მასალებისთვის კომპანიამ დამატებით მიიღო გრანტი EBRD-ის FINTECC პროგრამის ფარგლებში, რომლის დონორებიც არიან ევროკავშირი და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკისა“ და EBRD-ის ხელშეწყობით, ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრის გაიხსნა, რომლის საიჯარო ფართობიც 24 000 კვ.მ.-ია. ახალ მოლში წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი ბრენდი მათ შორის, Massimo Dutti, ZARA, Mango, Stradivarius, Tommy Hilfiger, Gant, Guess, Armani Exchange და სხვა. მოლში განთავსებული იქნება, როგორც კვების ობიექტები და კინოთეატრი, ასევე, ფიტნეს და საბავშვო გასართობი ცენტრები. მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ცენტრის შენობა ენერგოეფექტიანია, რომელიც ენერგიის მოხმარებას 35% - ით შეამცირებს“, - განაცხადა Batumi Grand Mall-ის ინვესტორმა, ამირან დარჩიძემ.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი კუკულაძის თქმით, Batumi Grand Mall-ში დაახლოებით 1000 ადამიანი დასაქმდება.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს, განსაკუთრებით კი ტურისტულად მიმზიდველ რეგიონებში. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება EBRD-თან Batumi Grand Mall-თან პარტნიორობა, რომელიც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებისკენაა მიმართული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არა მხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, ტურიზმის მხარდაჭერას. ასევე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ამ დროის მონაცემებით, ახალ მოლში 1 000 ადამიანი დასაქმდება“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება