გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი მართლმსაჯულების სფეროში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი მართლმსაჯულების სფეროში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლები და პროკურატურის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლებს საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების სფეროში სამომავლო პროექტების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„ნათია მერებაშვილმა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ რეფორმების განხორციელება ევროპული სტანდარტების შესაბამისად პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ევროკავშირის მიერ საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს მხარდასაჭერად დაგეგმილი ახალი, სამწლიანი ტექნიკური დახმარების პროექტის მიზანი მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების მხარდაჭერაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება