წყლისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დოდაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე წყლისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც დღეიდან, დაახლოებით, ოთხი თვის განმავლობაში, აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები ორ ეტაპად შესრულდება.

„სამუშაოების პირველ ეტაპზე, მოძრაობა შეიზღუდება დოდაშვილისა და ბოლნისის ქუჩების კვეთიდან დოდაშვილის I ჩიხისა და დოდაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ დოდაშვილის ქუჩიდან სერგი წულაძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო წულაძის ქუჩიდან დოდაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვლადიმერ ლობჟანიძის, იან პრიბილის (ჩკალოვის), ბოლნისის ქუჩების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ბერი გაბრიელ სალოსის პირველი შესახვევის გამოყენებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი იანვრის ბოლოდან დაიწყება. დოდაშვილის ქუჩაზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად. კერძოდ, სერგი წულაძის, სახალხოს ქუჩისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის პირველი შესახვევიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები გაივლიან დოდაშვილის ქუჩას და იმოძრავებენ იუნკერების ქუჩის მიმართულებით.

აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. მიკროავტობუსი N478 მეველეს ქუჩიდან მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით გადაადგილებისას, მგზავრებს დოდაშვილის ქუჩის ნაცვლად, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირით გადაიყვანს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება