პაატა მანჯგალაძე - შეასრულოს “ქართულმა ოცნებამ” ევროპული რეკომენდაციები და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი - აი, ეს არის პოლარიზების დასრულების ფორმულა

შეასრულოს “ქართულმა ოცნებამ” ევროპული რეკომენდაციები და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი - აი, ეს არის პოლარიზების დასრულების ფორმულა , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

პაატა მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლებამ სააკაშვილი უნდა გამოუშვას და ნება უნდა მისცეს, ვიდრე მიმდინარე გამოძიებები დასრულდება, სპეციალური სამაჯურით გადაადგილების უფლება ჰქონდეს.

“კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ხელისუფლებას, პოლარიზებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას. შეასრულოს “ქართულმა ოცნებამ” ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ დაწესებული 11 რეკომენდაცია და პირობას ვიძლევი მეთორმეტე შესრულდება ავტომატურად.

ასევე, როცა საუბრობენ პოლარიზების დასრულებაზე, პოლარიზებით კი არ უნდა დაიწყონ, რომ მოდი ოპოზიციამ გველაპარაკოს, არამედ უნდა დაანებოს თავი ანტიდასავლურ რიტორიკას, რუსების ლობირებას საქართველოში, რუსების ინტერესების დაცვას საქართველოში და ასევე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, დიახაც მიღებული გადაწყვეტილება, რომ ფარცხალაძის პროკურატურის მიერ ბრალის საფუძველზე, რომელიც გასამართლებულია სანქცირებული სასამართლოს სისტემის მიერ ასეთი ადამიანის გათავისუფლება, რა თქმა უნდა მოემსახურება პოლარიზების შესრულებას. აი ეს არის პოლარიზების დასრულების ფორმულა.

მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანი არის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი და უფრო მეტი კიდევ გამოკითხვებში საუბრობს, რომ მესამე პრეზიდენტი წარდგენილი ბრალის საფუძველზე საპატიმროში არ უნდა იჯდეს.

ხომ ადარებდნენ სარკოზს სააკაშვილს, რომ სარკოზიც გაასამართლა საფრანგეთმა?! სარკოზი დადის სამაჯურით, გამოუშვან სააკაშვილი და იაროს სამაჯურით სანამ მიმდინარე გამოძიებები დასრულდება”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება