რუსთავში ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიწყო

რუსთავში ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 150 მსჯავრდებულზე გათვლილი დაწესებულების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

უწყების ცნობით, საქართველოსთვის სრულიად ახალი ტიპის დაწესებულება იძლევა ციხის უფრო მეტად ეფექტიანი მართვის შესაძლებლობას. რუსთავის ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება თანამედროვე ტიპის საკნები, სასადილო, მაღაზია, სპორტული ინფრასტრუქტურა, რესოციალიზაციის სივრცეები, გაუმჯობესებული პირობები თანამშრომლებისთვის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები.

სიმბოლური კაფსულა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა თანამშრომლებთან ერთად ჩადეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება