მიხეილ სარჯველაძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ 2023 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაში. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტები, გასული 9 თვის სტატისტიკური მონაცემები და სამომავლო გეგმები წარადგინა.

მიხეილ სარჯველაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დადებითად შეაფასა ბოლო პერიოდში სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მიღწევები. მან, ასევე, ხაზი გაუსვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს ახალი კანონისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ აღნიშნული კანონის იმპლემენტირებისთვის განსახორციელებელი საქმიანობის მნიშვნელობას ამ სფეროს განვითარებისთვის, რაც, მთლიანობაში უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს განვითარებასა და თანამედროვე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას საქართველოში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, საჯარო უწყებებისა და კერძო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება