ვენეციის კომისიის მოსაზრებით უკრაინის მიერ პრორუსული პარტიების წევრების არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება

უკრაინის მიერ პრორუსული პარტიების წევრების არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება , - ამის შესახებ ვენეციის კომისიის მოსაზრებაშია ნათქვამი იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინაში პრორუსული პარტიების წევრების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას კრძალავს.

კანონპროექტი, რომლის მიღებაც უკრაინას სურს, ითვალისწინებს, რომ ისინი, ვინც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დროს პრორუსული პარტიების წევრები იყვნენ, საომარი მდგომარეობის დასრულებიდან ათი წლის განმავლობაში უკრაინის ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, „თითქმის ყველა დემოკრატიული სისტემა არეგულირებს ისეთი პარტიების საქმიანობას, რომლებიც დემოკრატიული სისტემისთვის საფრთხედ აღიქმებიან“, უკრაინაში მომზადებული კანონპროექტის ვადები ძალიან გრძელია.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც 11 პრორუსულ პოლიტიკურ პარტიას უკრაინაში საქმიანობა აეკრძალა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება