ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ოჩამჩირეში რუსეთის ბაზის მშენებლობას გმობს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობას გმობს , - ამის შესახებ საუბარია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სახელწოდებით, „შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ“.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას და აღნიშნავს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი მეტყველებს იმ საფრთხეზე, რომელსაც იგი ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობასა და სტაბილურობას უქმნის.

ასამბლეის აზრით, რუსეთის განზრახვა, რომ საზღვაო ბაზა ააშენოს ოჩამჩირეში, რომელიც რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, შავი ზღვის რეგიონის სამომავლო დესტაბილიზაციის საშიშროებას ქმნის.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ასამბლეის მხარდაჭერას ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის მიხედვითაც საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოს მხარდაჭერა და დემოკრატიული რეფორმების გზით ხელი შეუწყონ ნატოში მის გაწევრიანებას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება