აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის შესახებ ისაუბრებენ

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის შესახებ ისაუბრებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ავრცელებს.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, იგი აპირებს ორშაბათს ღამით საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ლიდერებთან, ისრაელზე „ჰამასის“ მოულოდნელი თავდასხმის შედეგად გამოწვეული კრიზისის შესახებ, ისაუბროს.

„აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია კრიზისის ირგვლივ გაერთიანებულნი არიან“, - განაცხადა შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰამბურგს სტუმრობს.

„არ უნდა დავუშვათ, რომ ეს რეგიონში ხანძრის კერად იქცეს“, - დაამატა მან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება