ლაშა ჟვანია - სოციალური ქსელების ინფორმაციები არის ტყუილი, როცა ცხელ ხაზზე რეკავენ, ვიგებთ, რომ მოქალაქეებს უბრალოდ სჭირდებათ დამშვიდება - შდეროთში, სადაც ტერორისტები შევიდნენ, რამდენიმე ოჯახი გვყავდა, რომელთაც ქალაქი უკვე დატოვეს

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაჭრის ან დაკარგვის შესახებ ინფორმაცია საელჩოს არ მიუღია და სოციალურ ქსელში დეზინფორმაციები ვრცელდება.

ელჩმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ისრაელში ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აიკრძალა 50-ზე მეტი კაცის შეკრება.

მისივე თქმით, კაფეები, რესტორნები, სუპერმარკეტები შეზღუდულად მუშაობენ.

„რომელიმე მხრიდან საქართველოს მოქალაქეების დაჭრის ან დაზიანების ფაქტი დადასტურებული არ არის. როდესაც ცხელ ხაზზე რეკავენ ვიგებთ, რომ მათ უბრალოდ სჭირდებათ გასაუბრება, დამშვიდება და შემდეგ აგრძელებენ მშვიდად ყოფნას.

დღეს უკვე აიკრძალა 50-ზე მეტი კაცის შეკრება. კაფეები, რესტორნები, სუპერმარკეტები შეზღუდულად მუშაობენ. გზაზე გადაადგილება აკრძალული არ არის, მაგრამ რეკომენდაცია არის, რომ შორ მანძილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

საქართველოს მთავრობის, რომელიმე სტრუქტურაში შემოსული შეტყობინება, რომ საქართველოს მოქალაქის ოჯახი ეძებს ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეს არ შემოსულა. ბოლო 72 საათის განმავლობაში ასეთი ინფორმაცია არსად არ განხორციელებულია. ინფორმაციები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება არის ტყუილი“, - განაცხადა ელჩმა.

ლაშა ჟვანიას განცხადებით, სახიფათო ზონაში, შდეროთში რამდენიმე ქართული ოჯახი იყო, თუმა ამ დროისთვის მათ შეძლეს ქალაქის დატოვება და ახლო მდებარე ქალაქში გადავიდნენ.

„უფრო სახიფათო ზონებში არიან აშკელონი, იავნე, აშდოთი და შდეროთი. შდეროთი არის ის ქალაქი, სადაც ტერორისტების შესვლა განხორციელდა. ამ ქალაქში რამდენიმე ოჯახი გვყავდა, მათთან ვიყავით კავშირზე და მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათ შეძლეს და დატოვეს ქალაქი და გადავიდნენ ახლო მდებარე ქალაქში“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება