გაერო-ში ისრაელის ელჩი - ღაზაში 150-მდე მძევალია - გვსურს ყველა მათგანის უსაფრთხოდ დაბრუნება, მაგრამ ახლა ფოკუსირებული ვართ „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების მოსპობაზე

ისრაელის ხელისუფლება თვლის, რომ ღაზაში 150-მდე მძევალია დაკავებული, - ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა განაცხადა.

”ჩვენ გვყავს მძევლების უპრეცედენტო რაოდენობა, 100-150-მდე. ველით, რომ წითელი ჯვარი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ფოკუსირებას მოახდენს ამ მძევლებზე და იმაზე, თუ როგორ ექცევიან მათ და რომ მათ ეპყრობიან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, მისი თქმით, მძევლებთან დაკავშირებული სიტუაცია ისრაელს ხელს ვერ შეუშლის იმაში, რაც უნდა გააკეთოს, რათა ისრაელის მომავალი დაიცვას.

„ჩვენ ვერ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის, თუ „ჰამასი“ გააგრძელებს სამხედრო გაძლიერებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ ჩვენი ბიჭები, გოგოები, ბებიები, ყველა, ვინც გაიტაცეს, გვსურს მათი დაბრუნება სახლში, მაგრამ ახლა, ფოკუსირებული ვართ ჩვენს ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების მოსპობას“, - განაცხადა ელჩმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება