აშშ-ის არმიის მდივნის განცხადებით, კონგრესმა უნდა იმოქმედოს, რათა უზრუნველყოს იარაღის მიწოდება როგორც ისრაელისთვის, ასევე უკრაინისთვის

აშშ-ის არმიის მდივნის, ქრისტინ უორმუთის განცხადებით, საჭიროა კონგრესმა დაამტკიცოს დამატებითი დაფინანსება, რათა პენტაგონის საბრძოლო მასალის წარმოებისა და შეძენის გეგმამ დააკმაყოფილოს როგორც ისრაელის, ასევე უკრაინის საჭიროებები.

„ერთი რამ, რაც მართლაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ როგორც ისრაელელებს, ასევე უკრაინელებს, არის დამატებითი დაფინანსება კონგრესისგან, რათა შევძლოთ გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები, წარმოების გაფართოების შესაძლებლობის თვალსაზრისით და ასევე თავად გადაიხადონ საბრძოლო მასალისთვის. ჩვენ გვჭირდება დამატებითი მხარდაჭერა კონგრესისგან, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ამას მალე ვნახავთ“, - განუცხადა უორმუთმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, არმია ისრაელის მხარდაჭერის მოთხოვნის განხილვის საწყის ეტაპებზე იმყოფება, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, იმოქმედებს თუ არა ამგვარი დახმარების გაწევა აშშ-ის სამხედრო მზადყოფნაზე.

უორმუთმა განმარტა, რომ შეერთებულმა შტატებმა მსგავსი განხილვები უკრაინის დახმარების მოთხოვნებთან დაკავშირებითაც განახორციელა.

ამასთან, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსმა, გენერალმა რენდი ჯორჯმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ აშშ შეძლებს ისრაელს მიაწოდოს ის, რაც მათ მოითხოვეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება