ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მარაქეშში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლისთან, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორ პოლ ჰილბერსთან, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან. დაგეგმილია შეხვედრები ფედერალური რეზერვების ბანკის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ცენტრალურ დეპოზიტარ ქლიარსთრიმის მენეჯმენტთან, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების მენეჯმენტთან და საერთაშორისო საგადახდო სისტემების - ვიზა და მასტერკარდის წარმომადგენლებთან.

მათივე ცნობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მონაწილეობას მიიღებს „Bank of America“ მიერ გამართულ ინვესტორთა კონფერენციაში, სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში. ასევე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკის მმართველებისთვის და ფინანსთა მინისტრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში.

11-14 ოქტომბრის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები, ასევე ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება