ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის გვექნება ნამდვილად თანამედროვე, ევროპული სტანდარტის საბავშვო ბაღები

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გოგი ჩიქოვანის განცხადებით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები ავტორიზაციას, დაგეგმილზე ადრე, 2027 წლამდე გაივლიან.

როგორც მან „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ახლა ბაღებში პროცესის მეორე ეტაპი, საბავშვო ბაგა-ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასება მიმდინარეობს.

„ავტორიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ყველა კომპონენტს გულისხმობს: ინფრასტრუქტურა, პერსონალი, პროგრამები, შიდა მექანიზმები, უსაფრთხოების კომპონენტები. ყველა ეს ნაწილი ავტორიზაციის სტანდარტშია გაერთიანებული. დღეს არსებობს ავტორიზაციის დროებითი სტანდარტი და კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტები, რომელსაც ავტორიზაცია ეფუძნება. შეიძლება ითქვას, რომ ავტორიზაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიწყო. პირველი ეტაპი იყო ერთიან ბაზაში ელექტრონული რეგისტრაცია. ახლა მეორე ეტაპი, საბავშვო ბაგა-ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასება მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესი 1-ელ იანვრამდე დასრულდება და თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღს ექნება თვითშეფასების დოკუმენტი, რომელიც სპეციალურ პლატფორმაზე იტვირთება. 2024 წელს კი ამის საფუძველზე მოხდება კონკრეტული გეგმის შემუშავება, სადაც გაწერილი იქნება, რომელი ბაღი როდის გაივლის ავტორიზაციას. ავტორიზაციაზე პასუხისმგებელი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრია, ჩვენ მათთან თანამშრომლობით ვმართავთ აღნიშნულ პროცესს. გვყავს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ჩვენივე პერსონალიდან შეიქმნა. ჩვენ ავტორიზაციისთვის ვადა 2030 წლამდე გვაქვს, ამ დრომდე ყველა ბაღმა ავტორიზაცია უნდა დაასრულოს, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2027 წლამდე თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაღი სრულად ავტორიზებული იქნება. მანამდეც შეგვიძლია გავაკეთოთ, ბევრად ადრე გვექნება სტანდარტების სრულად შესაბამისი ბაღები, მაგრამ პროცესი ასეთია, გეგმა იწერება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს სტანდარტი ან ახლა არ გვაქვს ან უახლოეს პერიოდი არ გვექნება. ყველა მიმართულება, რაც ჩამოვთვალე, ინფრასტრუქტურა, პერსონალი, პროგრამები, უსაფრთხოების სტანდარტები, როგორც ბავშვების, ასევე მშობლების მხარდაჭერის მექანიზმები, ყველა მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები და პროგრესი გვაქვს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის გვექნება ნამდვილად თანამედროვე, ევროპული სტანდარტის საბავშვო ბაღები“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება