თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში შაბათ-კვირის სერვისის ამოქმედება და სააღმზრდელო პროცესის 18:00 საათის შემდეგ გახანგრძლივება განიხილება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში შაბათ -კვირის სერვისის ამოქმედება და ასევე, კვირის დღეებში სააღმზრდელო პროცესის 18:00 საათის შემდეგ გახანგრძლივება განიხილება. ამის შესახებ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გოგი ჩიქოვანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს საკითხი ნამდვილად იდგა დღის წესრიგში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა ამ საკითხზე საუბარი. გარკვეული მონახაზები არსებობს, თუმცა ამ საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდებით. წელს ამ საკითხზე საუბარი ნაადრევი მგონია, იმიტომ, რომ ბევრად სხვა უფრო პრიორიტეტული საკითხები გვაქვს, რომლის შემდეგაც შეგვიძლია ვისაუბროთ აღნიშნულ საკითხზე. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ნაწილი განიხილება. ეს საკითხი მშობლებმა დააყენეს, ვიცით, რომ მათთვის, დატვირთული რეჟიმის გამო, ან საკითხის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, ამაზე დავიწყეთ მუშაობა. არსებობს რამდენიმე ვერსია, თუმცა გვინდა შევარჩიოთ ისეთი ვერსია, რომელიც მშობელს შეუწყობს ხელს და არც ბავშვის ინტერესები უნდა დაზარალდეს. კონკრეტული რეკომენდაციები არსებობს, არ შეიძლება ბავშვი სრულად იყოს საბავშვო ბაღში. რეკომენდაცია არსებობს, რომ ბავშვი კონკრეტულ დროს ოჯახში უნდა ატარებდეს. ოქროს შუალედი ისე უნდა მოიძებნოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას თუ მივიღებთ, ეს გადაწყვეტილება დაეფუძნება მათ შორის, სპეციალისტების რეკომენდაციებს და არ იქნება ცალსახად მხოლოდ მშობლების მოთხოვნაზე გამოხმაურება“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება